INFO

IDAHOT

There must be no discrimination on the grounds of sexual orientation and gender identity, and this prohibition must be clearly spelled out in the law and implemented in practice in all our member States,”

said Thorbjørn Jagland, the Secretary General of the Council of Europe.

„არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, ეს აკრძალვა მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი კანონით და განხორციელებული პრაქტიკაში ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ,“

განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდი

Share on facebook
Share on twitter
Share on email

ტრანს მანიფესტი

31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა. დღეს გვინდა ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაზე ვისაუბროთ საქართველოში:

ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად ებრძვიან მათ მიმართ მუქარას, ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას!

ტრანსგედერი ადამიანები ყოველ დღე ისმენენ დამამცირებელ და დამცინავ კომენტარებს მათი გარეგნობის და გენდერული გამოხატვის შესახებ!

ტრანსგენდერ ადამიანებს კვლავენ იარაღით! ჩვენ გვახსოვს ზიზი და საბი, რომელიც ამ ბრძოლაში მოძალადეების ხელით დაიღუპნენ!

მაგრამ ყველაზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანი სახელმწიფოს ხელიდან კვდება!

სახელმწიფო არ აძლევს ტრანსგენდერ ადამიანებს დოკუმენტებში თავისი გენდერის შესაბამისი ჩანაწერის საშუალებას!

სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ჯანდაცვის აუცილებელ მომსახურებას!

სახელმწიფო არ აძლევს ტრანსგენდერ ადამიანებს საშუალებას დასაქმდნენ, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამუშაო ადგილას!

ტრნასგენდერი ქალების დიდი ნაწილი სექს-სამუშაოშია ჩართული იმიტომ რომ მათ დამსაქმებელი უარს ეუბნება სამსახურზე!

ტრანსგენდერ ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა! სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ცხოვრებას, გადაადგილებას და ღირსეულ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს!

თუმცა ეს პრობლემები არაა მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების! თუ შენ ხარ დაუსაქმებელი, თუ შენ ხარ დასაქმებული დაბალანაზღაურებად სამსახურში, თუ შენ არ გავხარ სხვებს, თუ შენ გიწევს გაიქცე ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამ სახელმწიფომ უარი გითხრა სამუშაოზე, ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, შენ იცი რას ნიშნავს ჩაგვრა!

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელსაც ჯანდაცვაზე და საჭირო მედიკამენტებზე არ მიუწვდება ხელი!

ეს ჩაგვრა არაა შემთხვევითი. ჩვენ ვიჩაგრებით შრომის ინსპექციის არარსებობის გამო.

ჩვენ ვიჩაგრებით გამართული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არარსებობის გამო!

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობს!

ჩვენ ვიჩაგრებით იმიტომ რომ უარს ვამბობთ დავემორჩილოთ!

სისტემას, რომელიც მოსახლეობის ნახევარს – ქალებს, კაცების მორჩილებას სთოვს!

არ ვემორჩილებით სისტემას, რომელიც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს!

ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი გენიტალიები არ განსაზღვრავს ჩვენს გამოხატვას!

ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი გამოხატვა არ განსაზღვრავს ჩვენს ადამიანობას!

ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და დაფასებას როგორც ადამიანები და როგორც მებრძოლები!

ჩვენი ყველა დღე ბრძოლაა და ჩვენ ამ ბრძოლებს გამარჯვებით ვასრულებთ!

შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში!