განცხადება საქართველოს ექს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს.
ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებადამცველისათვის, კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ადამიანის, პატიმრის მიმართ ასეთი ღირსების შემლახავი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
მინდა მოვუწოდო ევროპაკვშირს, ევოპარლამენტს და გერმანიის ფედერალურ მთავრობას, სახელდობრ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახდინონ მკაცრი დაგმობა პატიმრის, ადამიანის მით უფრო ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ღირსების შემლახავი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის, გააკეთონ შესაბამისი საჯარო განცხადებები და მოახდინონ მათი მანდატის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება.
ექს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს უნდა მიეცეს შესაბამისი ადეკვატური და სწრაფი რეაგირება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

პასუხისმგებლობა ექს პრეზიდენტის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე უნდა აგოს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ!

ფოტო: რადიო თავისუფლება https://www.radiotavisupleba.ge/a/31556999.html

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *