განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

➡️ მოგესალმებით,
შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, სამწუხაროა რომ 21 საუკუნეში ჩვენს გარშემო ჩნდება რელიგიური ექსტრემიზმის სხვადასხვა გამოვლინებები რომლებიც ატარებენ ძალადობრივ ხასიათს. სამწუხაროა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, შუა საუკუნეების პერიოდის აზროვნების მიღემა საკუთარი თავის პოვნა.
რელიგიური ექსტრემიზმის ეს მძიმე ფორმა, მიუღებელია და დასაგმობია როგორც ქართველი ხალხის, ასევე საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების მიერ. დასაფიქრებელია და ფართო მსჯელობის საგანია, საქართველოს ევროატლანტიკული კურსი, სახელმწიფოს მიერ წახალისებული რელიგიური ექსტრემიზმის ფარგლებში ევროინტეგრაციის პრესპექტივა და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები. ამაზრზენია საქართველოს პოლიციის ასეთი უსუსურობა, უმოქმედობა და არაკომპეტენტურობა.
 
➡️ დასანანია, რომ საქართველოს ხელისფლების რეპრესიების შედეგად იძულებული გავხდი დამეტოვებინა საქართველო, თუმცა დღეს, ევროპიდან ვუერთდები ლგბტიქ* თემის მიმართ სოლიდარობას, მხარ ვუჭერ რა მათი გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით დაცული უფლებების რეალიზაციის აუცილებლობას, ვიზიარებ რა მათ მიმართ ძალადობის, დევნისა და ჩაგვის შეწყვეტის აუცილებლობას ჩემს მიერ მომდევნო თვეების განმავლობაში განხორციელდება აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ევროპულ საპარლამენტო დელეგაციებთან, რათა აქტიურად იქნას გამოყენებული საქართველოს პრორუსული ხელისფლების მიმართ შესაბამისი სანქციები და ამ ქვეყანაში განვითარებულ ბარბაროსულ აქტს მიეცეს შესაბამისი შეფასება.
ლგბტ თემში არსებობს სხვა მეტად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პრობლემები მაგრამ შეუძლებელია ქვეყანაში დაცული იყოს სოციალური უფლებები თუ ფეხქვეშ იქნება გათელილი ღირსების, პატივის, სიტყვისა და გამოხატვის თავისფლების, კონსტიტუციური პრინციპები.
 
➡️ მისასალმებელია ევროკავშირის და ამერიკის აქტიური ჩართულობა საქართველოში ლგბტ თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის მხრივ. აქვე მიჩნდება ლოგიკური აღშფოთება ევროკავშირის ქვეყნების მიერ არასაკმარის რეაგირებაზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს ნიკა მელია საქმეზე ჩემს მიერ წარდგენილ წერილზე წერილობით განმიმარტა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებში, შესაბამისად ჩემთვის გაურკვეველია ევროკავშირის და სახელდობრ გერმანიის როლი საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის აღმოფხვრის და ძალადობის თავიდან აცილების ეფექტურობის ნაწილში. პროექტები რომლებიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ ირიბი ფორმით მხარდაჭერას აძლევს ხელისუფლებას რომელიც გამოირჩევა საკუთარი პრორუსული დამოკიდებულებით, რომელიც დაფარული ერთობლივი თანამშრომლობით და პოლიტიკური მხარდაჭერით არის ქვეყანაში ძალადობის მაპროვიცირებელი. ვფიქრობ აუცილებელია გადაიხედოს ევროპულ კავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროსპექტივებიც. აღნიშნული საკითხი არა მხოლოდ ეკონომიკურ ჭროილში, არამედ ასევე რელიგიური ექტრემიზმის თავიდან აცილების, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქალაქეთა უსაფრთხოების, ლგბტ თემის წევრების მიმართ დევნის და მათზე ძალადობისა აღკვეთის რისკების შეფასებით უნდა გადაწყდეს.
➡️ მე მახსენდება საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვები „ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევოპელი“ და ვფიქრობ რომ დღეს საქართველო და ქართველი ერი ისე როგორც არასდროს არის დაშორებული ევროპელობასთან და დიდ ევროპულ ოჯახთან. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს საკუთარი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის საგარეო თუ საშინაო კურსის ადრე თუ გვიან გამორკვევა და მისი საბოლოოდ დეკლარირება.
#თავისუფლებისთვის
#სოლიდარობისთვის #LGBTIQ #Georgien #Tbilisi
#ღირსებისთვის #ShareWithPride #TbilisiPride21 #TbilisiPride
Foto: https://www.interpressnews.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *