Tbilisi Pride გაუქმდა LGTBIQ* აქტივისტებზე ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ.

საქართველოს დედაქალაქ – თბილისში Tbilisi Pride გაუქმდა LGTBIQ*– ის აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. ”მსვლელობა დღეს არ გაიმართება”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა Facebook- ზე.  განცხადებაში აღნიშნულია,  რომ  ”ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე! ”.

Tbilisi Pride მოწინააღმდეგეთა რამდენიმე ასეული მონაწილე დილიტ სეიკრიბა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის წინ აქტივისტებმა მოხსნეს ევროკავშირის დროშა. როგორც სატელევიზიო კადრებზე ჩანს, ზოგიერთ მათგანს პოლიტიკურ მოტივები გააჩნდათ.  ძალადობრივი თავდასხმის დროს დაშავდა ათეულობით ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. Tbilisi Pride ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ოფისებს თავს დაესხნენ “ჰომოფობიები”.

საქართველო ითვლება ძალიან კონსერვატიულ ქვეყნად, მართლმადიდებლური ეკლესია ძალზე ძლიერია კავკასიის რესპუბლიკაში. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი არის Tbilisi Pride მიერ ღონისძიების გამართვის წინააღმდეგი.  მან  თავის გამოსვლაში მიუთითა შეტაკებების საშიშროებაზე, რადგან ასეთი დემონსტრაციები “მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის”.

ერთობლივი განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატიურმა მისიებმა დაგმეს თავდასხმები და “მთავრობისა და რელიგიური წარმომადგენლების მხრიდან ამ ძალადობის დაგმობა მოითხოვეს”. (წყარო: https://www.zdf.de/ თარგმნა ნ. ტატიშვილი)

პირადად მე ვფიქრობ, რომ ახალი საუკუნე არასოდეს დაიწყება საქართველოში. შუა საუკუნეების დრო იქ გაყინულია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ კვირას საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი იყო ევროკავშირში ინტეგრაცია და 2024 წელს ევროკავშირში წევრობის მოთხოვნა – ახლა კი ეს ვანდალიზმი,  რომელიც ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს. ევროკავშირმა უნდა იფიქროს იმაზე, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ასეთი ვანდალები?, საჭიროა თუ არა ეს ულტრაკონსერვატიული, საკმაოდ ველური ხალხი ჩვენს საზოგადოებაში?! საქართველო შეიძლება ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანული იყო, მაგრამ დღევანდელი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს, არაადამიანური და არაქრისტიანულია!

საქართველოში ტრანს ქალები და აქტივისტები განიცდიან დისკრიმინაციას და განიცდიან ძალადობრივ შეტევებს ყოველდღე! არც პოლიცია, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება რეაგირებს! ევროკავშირისგან და მისი წევრებისგან არავინ რეაგირებს, საქართველო და მისი ხელისუფლება არ ასრულებენ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას დაიცვას ადამიანის უფლებები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი მასიური და თვალსაჩინო დემონსტრაციები ტარდება, მხოლოდ მაშინ ძალიან მცირე ინტერეს იჩენს ევროკავშირი ამ ქვეყანის მიმართ – მაგრამ არავის აინტერესებს რამდენად საშინელია ლგბტიქ* ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში. ეს მართლაც სამწუხაროა. ევროკავშირი აფინანსებს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა პროექტების საშუალებით, მაგრამ საშუალებას აძლევს საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროკავშირის ყველა პრინციპის წინააღმდეგ! ეს ბადებს კითხვას, არის თუ არა ევროკავშირი და მისი წევრები, გერმანიის მსგავსად, არაპირდაპირი პასუხისმგებელი ძალადობის ამგვარ ქმედებებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. სამწუხაროა რომ  მხოლოდ ქაღალდზე ითხოვენ ადამიანის უფლებების დაცვას. სამწუხაროა ეს მდგომარეობა მაგრამ  დარწმუნებული  ვარ რომ იგი არასოდეს შეიცვლება!

 

ფოტო: Tbilisi Pride (https://www.facebook.com/TiflisPride)

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *