ნიკა მელიას შესახებ

შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ნიკანორ მელიას დიდი სურვილი აქვს დააკავონ, ხოლო საქმე განსახილველად უკვე სასამართლოშია, ანუ ძალიან დაბალია ბრალდებულისგან მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებათა განადგურების რისკი, ასევე – როდესაც ბრალდებულს ჩამორთმეული აქვს პასპორტი და პირადობა, უმარტივესად არის შესაძლებელი, სასამართლომ ნიკანორ მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, არ დააპატიმროს. თუ ასე მოხდა ( და ეჭვი მაქვს, ასეც მოხდება) სიტუაცია დაემსგავსება მომენტს, როდესაც მოწინააღმდეგე ჯოკერით ,,ვიში კოზირს,, მოითხოვს და შენ ეს ჯოკერი ჯოკერით ,,მიგყავს,, სასამართლომ აღკვეთის ღონისხიებაზე მსჯელობის დროს პროკურატურას უნდა მოსთხოვოს დასაბუთება ( მტკიცებულება) რაც დაადასტურებს, რომ ნიკანორ მელია ზემოქმედებას ახდენდა მოწმეებზე, ან ანადგურებდა მტკიცებულებებს, ან ქვეყნიდან გაქცევას ლამობდა…სხვა შემთხვევაში, ამ ადამიანის დაპატიმრებით სასამართლო მელიას თემას ამ პირის ბრალდების შინაარსიანად გაიყვანს სამართლებრივი სივრციდან და მელიას პიროვნებას შესძენს მეტად პოლიტიკურ შეფერილობას, რაც იქნება სრული უგუნურობა და სამწუხარო ფაქტი ორი მუზეზით: ეს დაამტკიცებს, რომ სასამართლო ან პოლიტიკურად არის მოტივირებული ან – არაკვალიფიციური. ამ ფაქტორების არსებობა სასამართლო ხელისუფლებაში სამწუხარო და საგანგაშოა როგორც ორივესი ერთად, ისე – თითოეულისა ცალ-ცალკე…ამ საკითხზე მსჯელობისა და ფიქრის დროს უფრო მარტივ, პოლიტიკური თამაშების დონეზე თუ ჩამოვალთ, საქმე ასე გამოიყურება – თუ კარგად იცი, რაც სურს მოწინააღმდეგეს და ისე იქცევი, რომ მან თავისი გაიტანოს, ან ბრიყვი ხარ, ან მასთან შეკრული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ – ორივემ კარგად იცის, ნაციონალებსაც და პარლამენტს გარეთ დარჩენილ მთელ ოპოზიციასაც ისე სჭირდება ახლა ვინმეს ( მით უფრო პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაჭერა) როგორც მწყურვალს – წყალი. ეს იცის სასამართლო ხელუსუფლებამაც, რომელსაც ახლა ბალანსის დაცვა შეუძლია, თანაც – კანონის სახელით. თუ ხვალ ნიკანორ მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს, ცუდი აქ ის იქნება, რომ ხვალ ყველა სამაჯურიან ბრალდებულს მიეცემა შანსი, დემონსტრატიულად ესროლოს სასამართლოს ეს ,,აქსესუარი,, და ამისთვის ვერავინ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას უფრო მკაცრი ღონისძიებით, რასაც წინასწარი პატიმრობა ჰქვია. მოკლედ: კარტაობის ამ ხელში, კოზირი არ არსებობს, ნაციონალებს, დაგროვილიქ ვების ასოციაციას თუ მოვიშველიებთ, ,,აგურის კაროლიდან,, დაწყებული, ექვსიანის ჩათვლით ,,ცვეტში,, აქვთ ჩალაგებული, ხელისუფლებასთან ერთ ,, ჯოკერს,, არიან ჩამოსულები და ხელისუფლების ხელში არსებულ ,,ვიში,,აგურს მოითხოვენ. ახლა გამოჩნდება, ,,ჰყავს,, თუ არა მეორე ,,ჯოკერი,, ხელისუფლებას, ან იცის თუ არა ხელისუფლებამ თამაში…

Kommentar verfassen

Deine E-Mail-Adresse wird nicht veröffentlicht. Erforderliche Felder sind mit * markiert.